Microsoft-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ბილ გეიტსის პროექტ „Breakthrough Energy”-ს შვიდი ამერიკული კომპანია შეუერთდა. 2016 წელს დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციის მიერ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად და სუფთა ტექნოლოგიების განსავითარებლად მიღებული ინვესტიციები უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.
„Breakthrough Energy”-ის ინვესტორებს შორისაა ისეთი გიგანტი ამერიკული კომპანიები, როგორიცაა: American Airlines-ი, General Motors-ი და Microsoft Corp-ი. პროექტი როგორც მთავრობებისგან, ასევე კომპანიებისა და ქველმოქმედებისგან, სუფთა ტექნოლოგიების ღირებულების შესამცირებლად, კაპიტალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს. ბილ გეიტსის ინიციატივას ასევე შეუერთდა Bank of America, ფოლადის მწარმოებელი ArcelorMittal SA, Boston Consulting Group-ი და BlackRock-ი.
Microsoft-ის დამფუძნებლის განცხადებით, ნახევარი იმ ტექნოლოგიებისა, რომლებიც ნულოვანი ემისიის მისაღწევადაა აუცილებელი, ან ჯერ არ არსებობს, ან საკმაოდ ძვირია. შესაბამისად, მისი დაფუძნებული ფონდი მიზნად ისახავს ამ მდგომარეობის შეცვლას და მსოფლიოს ჯანსაღი მომავლისთვის ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელებას. გეიტსმა ასევე დაამატა, რომ „ახალი ინდუსტრიული რევოლუცია“ საჭიროა, თუ მსოფლიოს კლიმატური კრიზისის თავიდან აცილება სურს.
რაც შეეხება ფონდის ფინანსურ შემოწირულებებს, American Airlines-ის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული $100-მილიონიანი ინვესტიცია თავდაპირველად ოთხ ძირითად ფაქტორზე ფოკუსირდება: ჰაერის პირდაპირი შენახვა, მწვანე წყალბადი, ენერგიის გრძელვადიანი შენახვა და მდგრადი საინვესტიციო საწვავი. შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ნახშირბადის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 2030 წლისთვის საავიაციო ემისიის 20%-იანი კლება დააანონსა.
დატოვე კომენტარი