კონტეინერების გადამზიდი გემი, რომელმაც მარტში სუეცის არხი დაბლოკა და მსოფლიო ვაჭრობა შეაფერხა, შეთანხმების შემდეგ საბოლოოდ შეძლებს საჯარიმო წყლების დატოვებას.
თვითმხილველების განცხადებით, Ever Given-ის გემმა ღუზა ადგილობრივი დროით 11:30-ზე ასწია და ხმელთაშუა ზღვისაკენ გაემართა. გემი სამი თვის განმავლობაში ქალაქ ისმაილიასთან იყო გაჩერებული.
შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეგვიპტე თვეების განმავლობაში კომპენსაციის სახით 550 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდა.
გემის გათავისუფლების შემდეგ Ever Given-ის იაპონელი მფლობელის, შოეი კისენის, სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია რეგულარულად და ერთგულად გააგრძელებს სუეცის არხით სარგებლობას.
ტვირთმზიდი გემი კვლავ 18 300 კონტეინერითაა დატვირთული. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გემმა უსაფრთხოების შემოწმება უნდა გაიაროს პორტ საიდში, მანამ სანამ ნიდერლანდებში, როტერდამის პორტისკენ გაემართება. ამის შემდეგ კი გემი დიდი ბრიტანეთისკენ აიღებს გეზს, სადაც კონტეინერებს ჩამოტვირთავს.
დატოვე კომენტარი