General Electric-ი ნათურების ბიზნესს ემშვიდობება. აღნიშნული ბიზნესით კომპანია 129 წელი იყო დაკავებული. ბიზნესის ამ მიმართულების გაყიდვის რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, GE-მ განაცხადა, რომ მას „ჭკვიანი სახლის“ კომპანია Savant Systems-ი ყიდულობს.
მანამდე კომპანია შეელია ასევე მიკრო ტალღოვანი ღუმელების, სარეცხი მანქანების და ლოკომოტივების წარმოების მიმართულებებსაც.
“დღევანდელი გარიგებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის უფრო მეტად ინდუსტრიულ კომპანიად ტრანსფორმაციისთვის“, – განაცხადა General Electric-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი კულპმა.
ნათურების ბიზნესის გაყიდვა იმას არ ნიშნავს, რომ მსურველები GE-ს ბრენდირებულ ნაწარმს ვეღარ იყიდიან, მარაგში ჯერ კიდევ არის ეს პროდუქცია და მას ახალი მფლობელი Savant Systems-ი გამოიყენებს.
შეგახსენებთ, General Electric-ის აქციები ამ ბიზნესის დათმობის შემდეგ 7%-ით შემცირდა. კომპანია გარიგების ღირებულებას არ ასახელებს.
ნათურების ბიზნესის ახალი მფლობელი Savant Systems-ი 2005 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ძირითადად მუშაობს ძვირად ღირებულ სახლებზე.
დატოვე კომენტარი