მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტოკონცერნი General Motors-ი აცხადებს, რომ აპირებს დატოვოს ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ტაილანდის ბაზრები. ამ გადაწყვეტილებას კომპანია ახალი სტრატეგიით ხსნის, რომლის მიხედვითაც იგეგმება არამომგებიანი ბაზრების დატოვება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ევროპიდან 2015 წელს გაიყვანა ბრენდი Chevrolet-ი, ასევე იმავე წელს დატოვა რუსეთი და 2017 წელს გაყიდა გერმანული Opel-ი და ბრიტანული Vauxhaul-ი. 2021 წლისთვის კი კომპანია აპირებს დატოვოს ავსტრალია და ახალ ზელანდია და გაემიჯნოს ბრენდ Holden-ს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, General Motors-ი მართალია ამ ქვეყნებში ავტომობილების წარმოებას წყვეტს, მაგრამ იმპორტის სახით რეალიზაციას შეინარჩუნებს.
General Motors-ი მომავალში იგივე სტრატეგიის განხორციელებას გეგმავს იაპონიის და ევროპის ბაზრებზეც. კომპანია აქცენტს ჩინეთის, მექსიკისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე გააკეთებს.
დატოვე კომენტარი