Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 13.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯგუფის პორტფელი დღეს 1.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან ნახევარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე (GHG; BOG) მოდის.
ჯგუფის 1.9 მილიარდიან პორტფელში შემავალი კომპანიების ღირებულება და Georgia Capital-ის წილი ამ კომპანიებში შემდეგია:
- საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი – 520.3 მლნ ლარი (Georgia Capital-ის წილი – 57%)
 - საქართველოს ბანკის ჯგუფი – 457.5 მლნ ლარი (19.9%)
 - წყლის კომუნალური ბიზნესი (GWP, რუსთავისა და მცხეთის წყლები) – 431 მლნ ლარი (100%)
 - სამშენებლო ბიზნესი – 66.8 მლნ ლარი (100%)
 - დაზღვევა – 130.5 მლნ (100%)
 - განახლებადი ენერგია – 61.2 მლნ (65%)
 - სასტუმრო ბიზნესი – 149.1 მლნ (100%)
 - ალკოჰოლური სასმელები (ღვინო/ლუდი) – 61 მლნ (80%)
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაპიტალი ჰოლდინგური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.













