გერმანია აპირებს ბიოტექნოლოგიურ კომპანია CureVac-ში აქციები იყიდოს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა უკვე დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ბერლინი აპირებს 23%-იანი წილის შესყიდვას 300 მილიონ ევროდ. კომპანიის საბაზრო ღირებულება 1.3 მილიარდი ევროა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მათ სურთ გააძლიერონ ქვეყანაში მეცნიერება და ბიოტექნოლოგიური სექტორი და მთავრობა არ აპირებს CureVac-ის ბიზნეს სტრატეგიაში ჩარევას.
“ინვესტიციების ჩადებით, ჩვენი მიზანია რომ კომპანია ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, რათა მან გააგრძელოს მუშაობა ვაქცინის შექმნაზე“, – განაცხადა ალტმაიერმა.
აღსანიშნავია, რომ მარტში გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ კომპანიაში აქციების ყიდვას აშშ-ის მთავრობაც ცდილობდა, რასაც ბერლინის გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ გერმანიის ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ CureVac-ის გერმანულ კომპანიად დარჩეს.
დატოვე კომენტარი