გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია ისრაელში წარმოებული ანტისარაკეტო სისტემის, Arrow 3-ის შესყიდვითაა დაინტერესებული. გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული სისტემების შესყიდვისთვის პირველ ეტაპზე $607 მილიონი დოლარი, ხოლო მთლიანობაში $4.3 მილიარდი გამოყო.
ცნობისთვის, Arrow 3 ისრაელში დამზადებული მაღალტექნოლოგიური ანტისარაკეტო სისტემაა, რომელიც ატმოსფეროს მიღმა ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად გამოიყენება.
ანტისარაკეტო სისტემას ისრაელური კომპანია Israel Aerospace Industries-ი ამერიკულ Boeing-თან ერთად აწარმოებს. სამხედრო ტექნოლოგიისთვის საჭირო ფინანსურ თუ ტექნოლოგიურ დახმარებას ისრაელი აშშ-სგან იღებს. Arrow 3-ის წარმოება ქვეყანამ 2008 წლიდან დაიწყო.
გერმანიის პარლამენტისათვის მომზადებულ ფინანსთა სამინისტროს შესყიდვების დოკუმენტით ირკვევა, რომ ქვეყანა ისრაელთან Arrow 3-ების წლის ბოლომდე შესასყიდად მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმება სურს.
სავარაუდოდ, გერმანიის საჰაერო თავდაცვის სარდლობა Arrow 3-ების პირველ პარტიას 2025 წლის ბოლო კვარტალისთვის მიიღებს.