გერმანია მზადაა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს

გერმანია მზადაა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს

გერმანია მზადაა, მილიარდობით ევროს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოიყენოს. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის მოთხოვნას ომის ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა ოფიციალური პოზიცია რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევაზე ჯერ არ დაუფიქსირებია.

საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მმართველი კოალიციის ნაწილი თემას ერთგვარი სიფრთხილით ეკიდება. გერმანიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზეც მოახდინოს, რაც რუსეთისთვის ისეთი აქტივების ჩამორთმევას გამოიწვევს, როგორიც მაგალითად, ცენტრალური ბანკის რეზერვებია. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოებმა რუსეთს აქტივები მისი უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ჩამოართვეს.

ანონიმურ წყაროთა ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს სურს, რუსეთმა უკრაინისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. გერმანიის „მწვანეების“ ყოფილი ლიდერის მტკიცებით, რომელიც კრემლისადმი მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, რუსეთისთვის გაყინული აქტივების ნაწილის ჩამორთმევა მაინც უნდა იყოს განხილული. თუმცა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციამ შესაძლოა სახიფათო პრეცედენტი შექმნას და ევროპის ქვეყნები და მათი მოკავშირეები ლეგალურ ჭაობში ჩაითრიოს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა და G7-ის სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი ევროს მოცულობის რეზერვები გაყინეს. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქცირებული რუსი ბიზნესმენების საკუთრებაში არსებული €19 მილიარდის აქტივები დაბლოკა.

დატოვე კომენტარი

3 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *