გერმანია ქვეყანაში ჩასვლის მსურველთათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ბერლინმა 11 ევროპული ქვეყნის ან მისი ცალკეული რეგიონისთვის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მათ შორის, მაღალი რისკის მქონე ჯგუფში მოხვდა გაერთიანებული სამეფო, ბელგია, ისლანდია, საფრანგეთის ორი რეგიონი, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი და რუმინეთი.
მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება ის ქვეყანა ან რეგიონი, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე 50 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა. აღინიშნა, რომ ამ ზომების მიზანია, შეაკავოს ტურისტების ნაკადი მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
ამასთან, გერმანიამ ევროკავშირის მიღმა, 160 ქვეყნისთვის სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმა. თითოეული ქვეყნის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
გერმანიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 291 722 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული.