ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრი იენს ვაიდერმანი აცხადებს, რომ გერმანიაში რეცესია ახლა უკვე გარდაუვალია კორონავირუსის გამო.
ვაიდერმანი, რომელიც გერმანიის ბუნდესბანკს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ევროპის ცენტრალურ ბაკთან მიღწეულია 750-მილიარდევროიანი პროგრამა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე სტრესის შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ცენტრალური ბანკის ხაზინა დაცარიელდა.
თუმცა, მისივე თქმით, ცენტრალური ბანკები ერთადერთი მხარდამჭერი აქტორია, და რომ მთავრობები უნდა იყვნენ ეპიდემიის ეკონომიკური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე.
“მონეტარული პოლიტიკა დაგვეხმარება, მაგრამ ამ დროისთვის ის ვერ იქნება უმთავრესი ზომა თავდაცვისთვის“, – განცხადა ვაიდერმანმა გერმანულ მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, გერმანიის მთავრობის სწრაფი და სწორი ნაბიჯებია საჭირო.
დატოვე კომენტარი