საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (GFF) 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელიც იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის იყვნენ ასევე გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) და გურამ კაშია („სლოვანი“).
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ეთერ სულაშვილი დასახელდა, რომელიც „ლანჩხუთში“ თამაშობს. ნომინანტებს შორის იყვნენ მაიკო ბებია („სამეგრელო ჩხოროწყუ“) და ლელა ჭიჭინაძე („დინამო სოხუმი“). ეს უკანასკნელი საქართველოს ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამავე ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ავთანდილ რევიშვილმა („მართვე“) მოიპოვა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ანზორ მექვაბიშვილმა მოიპოვა. საუკეთესო მსაჯად ალექსანდრე აფციაური დასახელდა. ფუტსალიდან საუკეთესო მოთამაშე კი ზვიად კუპატაძე გახდა.
ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი ცხრამეტწლამდელებიდან ლუკა ლაცაბიძეს ერგო, ვერცხლი – ანრი გოგლიჩიძემ, ბრინჯაო კი ჯადული იობაშვილმა მოიპოვა. ჩვიდმეტწლამდელებიდან ოქრო – სოსო კოპალიანს, ვერცხლი – საბა გეგუჩაძეს, ბრინჯაო კი ალექსანდრე თურქიას გადაეცა.
დატოვე კომენტარი