საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) საერთაშორისო ბრენდი Attirance შეიძინა. კომპანია სპეციალიზებულია ბუნებრივი კოსმეტიკისა და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე და ამ დრომდე 400-მდე სახის პროდუქტი აქვს გამოშვებული.
ბრენდის შეძენით GHG სააფთიაქო ქსელებში საკუთარი პროდუქციის წილის ზრდას ელოდება.
“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენს ფარმა ბიზნესში. Attirance-ის პროდუქცია ჩვენს ქსელებში 2018 წლიდან გამოჩნდება”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
დატოვე კომენტარი