2016 წელს ღვინის ექსპორტმა მსოფლიოში 32.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, 27.2 მილიარდი დოლარის ექსპორტი 10 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაზე მოდის. ღვინის ექსპორტში მსოფლიოში პირველი ადგილი საფრანგეთს უჭირავს 9.1 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზე იტალიაა 6.2 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე ესპანეთია 3.0 მილიარდი დოლარით. შემდეგ არაევროპული ქვეყნები მოდიან: ჩილე, ავსტრალია, აშშ და ახალი ზელანდია, ჯამში 6.3 მილიარდი დოლარის ექსპორტით.
საქართველომ 2016 წელს 115 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორებში ვერ ხვდება.
მსოფლიოში სულ 27 მილიონ ტონამდე ღვინო იწარმოება და წარმოებით პირველ ადგილზე იტალიაა (4.8 მილიონი ტონა). მეორე ადგილზე ესპანეთია 4.6 მილიონი ტონით. საქართველოს 22-ე ადგილი უჭირავს დაახლოებით 110 ათასი ტონა ღვინის წარმოებით.
დატოვე კომენტარი