2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა ღვინის ღირებულებამ 171 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველომ ღვინის ექპორტიორ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-20 ადგილი დაიკავა. თუმცა, საქართველოს წილი ღვინის მსოფლიო ექსპორტში 0.5%-ია.
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მსოფლიოში ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და 35.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, 30 მილიარდი დოლარის ექსპორტი 10 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაზე მოდის.
ღვინის ექსპორტში მსოფლიოში პირველი ადგილი საფრანგეთს უჭირავს 10.3 მილიარდი დოლარით. საფრანგეთზე მოდის მსოფლიო ღვინის ექსპორტის 29.1%. მეორე ადგილზე იტალიაა 6.8 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე ესპანეთია 3.3 მილიარდი დოლარით. შემდეგ არაევროპული ქვეყნები მოდიან: ჩილე, ავსტრალია, აშშ და ახალი ზელანდია, ჯამში 6.3 მილიარდი დოლარის ექსპორტით.
მსოფლიოში სულ 31 მილიონ ტონამდე ღვინო იწარმოება და წარმოებით პირველ ადგილზე ესპანეთია (4.8 მილიონი ტონა). მეორე ადგილზე იტალიაა 4.6 მილიონი ტონით. საქართველოს 22-ე ადგილი უჭირავს დაახლოებით 108 ათასი ტონა ღვინის წარმოებით.
| ქვეყანა | მლნ დოლარი | წილი მსოფლიო ექსპორტში |
1 | საფრანგეთი | 10300 | 29.1% |
2 | იტალია | 6800 | 19.1% |
3 | ესპანეთი | 3300 | 9.2% |
4 | ავსტრალია | 2100 | 5.8% |
5 | ჩილე | 2000 | 5.7% |
6 | აშშ | 1500 | 4.2% |
7 | ახალი ზელანდია | 1200 | 3.4% |
8 | გერმანია | 1100 | 3.2% |
9 | პორტუგალია | 879 | 2.5% |
10 | არგენტინა | 807 | 2.3% |
11 | გაერთიანებული სამეფო | 722 | 2.0% |
12 | სამხრეთ აფრიკა | 717 | 2.0% |
13 | ჰონგ კონგი | 567 | 1.6% |
14 | სინგაპური | 477 | 1.3% |
15 | ჩინეთი | 436 | 1.2% |
16 | ნიდერლანდები | 348 | 1.0% |
17 | ლატვია | 212 | 0.6% |
18 | ავსტრია | 188 | 0.5% |
19 | ლიეტუვა | 180 | 0.5% |
20 | საქართველო | 171 | 0.5% |
წყარო: The World Factbook
დატოვე კომენტარი