29 ოქტომბერს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართა ცნობილი ფრანგული ჭურჭლის ბრენდის, Christofle–ის და ქართული ღვინის კომპანია “ლუკასის” ერთობლივი ვახშამი.
მოწვეულ სტუმრებს მიეცათ საშუალება, ახლოდან ენახათ კოლექციის ნაწილი. მენიუ იყო სპეციალურად მომზადებული მზარეულების მიერ და ზუსტად შეხამებული “ლუკასის” ღვინის 4 სხვადასხვა არაჩვეულებრივ სახეობასთან.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საფრანგეთის ელჩი, ბატონი რენო სალენსი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ისტორიული ბრენდია Christofle საფრანგეთისთვის.
ამჟამად Christofle-ის პროდუქცია წარმოდგენილია მაღაზია ბელუქსში (მარშალ გელოვნის გამზირი 77).
დატოვე კომენტარი