მსოფლიოში ღვნის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 3,5%-ით შემცირდა. 2015 წელს მსოფლიოში ღვინის ექსპორტმა 31,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი ღვინის ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ათეული კი შემდეგია:
1. საფრანგეთი – 9,2 მილიარდი დოლარი, – მთლიანი ექსპორტის 28,8%
2. იტალია – 6 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 18,8%
3. ესპანეთი – 3 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 9,3%
4. ჩილე – 1,8 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 5,8%
5. ავსტრალია – 1,6 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 5,1%
6. ამერიკის შეერთებული შტატები – 1,5 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 4,9%
7. გერმანია – 1,1 მილიარდი დოლარი, – მთლიანი ექსპორტის 3,4%
8. ახალი ზელანდია – 1,1 მილიარდი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 3,4%
9. პორტუგალია – 817,7 მილიონი დოლარი – მთლიანი ექსპორტის 2,6%
10. არგენტინა – 817,4 მილიონი დოლარი, – მთლიანი ექსპორტის 2,6%
2011 წლიდან მოყოლებული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად ჩინეთმა გაზარდა. გაერთიანებული სამეფოდან (-27,8%), გერმანიიდან (-21,1%) და ავსტრალიიდან -18%) კი ექსპორტის შემცირება ფიქსირდება.
საქართველო მსოფლიოში ღვინის ექსპორტით 23-ე ადგილზეა. 2015 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 95,8 მილინი დოლარი და მთლიანი ექსპორტის 0,3% შეადგინა. 2016 წელს კი ეს ციფრი 113 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
წყარო: worldstopexports.com
დატოვე კომენტარი