საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი “სიპაუერის” პროექტი, რომელიც გარდაბანში თბოსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაში შედის. კომპანიამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან უკვე გააფორმა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში განმარტავენ, რომ ესკო სულ მცირე 150 მგვტ ელექტროენერგიას შეიძენს. ჯამში თბოსადგურის სიმძლავრე 300 მგვტ იქნება.
დარჩენილი ელექტროენერგიის რეალიზებას კომპანია თურქეთშიც გეგმავს. GIG-ში განმარტავენ, რომ წლიდან-წლამდე კომერციულ სექტორში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, როდესაც სასტუმრო ბიზნესი სრული დატვირთვით მუშაობს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 180 მილიონი დოლარია. თბოსადგური ექსპლუატაციაში 2019 წლისთვის შევა.
დატოვე კომენტარი