საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) ტყიბულში წლიურად საშუალოდ 85 000 ტონა ქვანახშირის გადამუშავებას და კოქსის წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიაში “ფორბსთან“ საუბრისას განმარტავენ, რომ კოქსის მიღება თანამედროვე ტექნოლოგიით მოხდება, პროექტი კი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, პოლონელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.
GIG თავდაპირველად ბაზარზე იმპორტირებული კოქსის შემცირებას ადგილობრივით გეგმავს. პროდუქცია ფეროშენადნობების წარმოებაში გამოიყენება.
ინდუსტრიულ ჯგუფში ინვესტიციის სავარაუდო მოცულობას ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ. წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საწარმოო ხაზის გამართვას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
“ბაზარზე კოქსის ფასს მზარდი ტრენდი აქვს და არის შანსი რომ მისი წარმოება საქართველოში გავავითაროთ. დღეს მასზე მოთხოვნა იმპორტირებული პროდუქციით კმაყოფილდება და გვსურს რომ ის ადგლობრივით ჩავანაცვლოთ“, – ამბობს GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე.
დატოვე კომენტარი