გუშინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოვლინდა. გიზიარებთ GITA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, გამარჯვებული სტარტაპების სიასა და მათი პროდუქტის აღწერას:
· Eye2Eye – პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ “სიელმის” და ამბლიოპიის ანუ “ზარმაცი თვალის” სტატისტიკის გლობალურ შემცირებას. Eye2Eye აპარატი არის სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც ყველაფერ ამას აკეთებს მარტივი ყოველდღიური ვარჯიშის საშუალებით.
· Roommate Georgia – ალგორითმის საშუალებით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ, იპოვონ ოთახის მეზობელი, გადაინაწილონ ბინის ქირის ხარჯი, რაც საცხოვრებელს ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მათთვის. მეორეს მხრივ, ბინის მეპატრონეებს შეუძლიათ, გააქირაონ ბინა საკომისიოს გადახდის გარეშე, ასევე დარწმუნდნენ ბინის მდგომარეობაში სახლიდან გაუსვლელად.
· Retain – კომპანიები იყენებენ რითეინს იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლის უკუკავშირი საკუთარი ფილიალებიდან QR კოდებისა და ონლაინ არხებიდან SMS-ის, ელ.ფოსტისა და ინტეგრაციების (API, SDK) საშუალებით.
· Horsetours – საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს. სტარტაპი საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მომხმარებელს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიან პლატფორმას სთავაზობს.
· Zeussing – ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, სასტუმროების Self Check-in სერვისი სტაფის გარეშე.
· Adviso – მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია, შექმნილი მიკრო/მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც ძალისხმევის გარეშე, რეალურ დროში იძლევა ინტუიციურ ბიზნეს ანალიტიკურ და ქმედით ფინანსურ რჩევებს.
· Connect – სტარტაპი სთავაზობს სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებელს ციფრულ სივრცეს მათი ინტერესების თანაკვეთისთვის. ერთ გადახდაში სისტემა აკავშირებს სამედიცინო დაწესებულებებს, ტურისტულ და სადაზღვეო სააგენტოებსა და დაბინავების სექტორს.
· DataStudio – AI-ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას. ჩვენი უნიკალური „ინტელექტუალური ხედვა“ ახდენს მონაცემთა პრეზენტაციის მორგებას. ამავდროულად, ჩვენი ინოვაციური Q&A რეპორტინგი იძლევა მყისიერ ინფორმაციას.
· metric.ge – სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს ეხმარება, შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებაში და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში.
· Mimirex – marketplace, რომელიც აკავშირებს ტექ. ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური/სამეწარმეო უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან.
· Wiggly AI – ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც შეინახავს ცხოველის ისტორიას და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს გაუწევს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას, მისცემს პერსონალიზებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე.
· Promofy – გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც AI გამოყენებით თამაშის ელემენტებს ამატებს ციფრულ პროდუქტებში, როგორიც არის ქულები, დონეები, ბეიჯები და სხვა.
· Sfero – დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს.
· tasteit – connecting foodmates – სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია საკვებზე. ის ინდივიდებს საერთო კულინარიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკავშირებს, ხელს უწყობს ნამდვილ ინტერაქციას და საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა უნიკალური კულინარიული გამოცდილება მიიღონ.
· Herio – სწრაფი დასაქმების პლატფორმა აკავშირებს სტუმარმასპინძლობის სფეროს ახალგაზრდებთან. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს იპოვონ კადრები გადატვირთულ საათებში, ასევე ვეხმარებით ახალგაზრდებს ფულის სწრაფად გამომუშავებაში, ვალდებულებების გარეშე. (ბიუროკრატიის, CV-ებისა და დამატებითი საკონტრაქტო ხარჯების გარეშე)
· Student Hunt – სტარტაპი ეხმარება სტუდენტებს, ერთიან სივრცეში იპოვონ მათთვის სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან, ხოლო ბრენდებს საშუალებას აძლევს 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა.
· SmartSense – ინდუსტრიული ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე დამოკიდებულია ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა. ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით, იქმნება აპლიკაცია, რომელზეც შეტყობინება შემოვა, ობიექტზე დაყენებული დეტონატორიდან და სენსორიდან.
· Arena Games – WEB3 თამაშების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს WEB2 თამაშების დეველოპერებს შეუფერხებლად ჩააშენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები თავიანთ თამაშებში და დანერგონ თავიანთი პროდუქტის მონეტიზაციის ახალი გზები WEB3 საზოგადოების მეშვეობით.
· Compound – სტარტაპი აძლევს შესაძლებლობას ინდივიდებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს, 24 საათზე ნაკლებ დროში დაუკავშირდნენ კვალიფიციურ ფრილანსერებს და მიიღონ მომსახურება, სტაბილური ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ.
· AREALLY – ღრუბლოვანი ეკოსისტემა სასტუმროს მართვისთვის SAAS მოდელით, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მართვას, გაყიდვების არხებთან პირდაპირ კავშირს და დაჯავშნის მოდულს სასტუმროებისთვის, ჰოსტელებისთვის და აპარტოტელებისთვის.
გამარჯვებულები საინვესტიციო კომიტეტმა შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. მათ შორის არიან: ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო , ზაზა ფაჩულია, აიაშ პუმბრა.