საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის საქართველოს ბანკის მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.
გამარჯვებული ბანკები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე;
- ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი;
- ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის;
- აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.
„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიგიტალიზაციას“- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ.
საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი – 8 კატეგორიაში დასახელდა.
ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკმა აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო მობილბანკი
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
- საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით
- საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის
- საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი საქართველოს ბანკი 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:
- საუკეთესო მობილბანკი
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
- საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის