Google დრონით მიტანის ყველაზე დიდ სერვისს ფლობს, რომელიც კომპანიის განცხადებით, ამ უქმეებზე 100,000-მდე შეკვეთას მიაწვდის მომხმარებლებს. Google-ის მიტანის სერვისი გასულ წელთან შედარებით 500%-იან ზრდას აჩვენებს და 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2020 წელს, ოთხივე კვარტალში ჯამურად განხორციელებული მიწოდების მაჩვენებელს აჭარბებს. Google აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ბიზნესის გაფართოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აანონსებს.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ Google-ის უპილოტო თვითმფრინავებით მიწოდების სერვისის მომხმარებელთა 90% კმაყოფილია კომპანიის მუშაობით და მხარს უჭერს მას.
Wing-ის უპილოტო საფრენი აპარატი ერთგვარი ჰიბრიდული თვითმფრინავია, რომელსაც დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლეზე ფრენა და 1.2 კილოგრამამდე პროდუქტის გადატანა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ შეკვეთის დაახლოებით 6 მილის რადიუსში მიწოდებისთვის მას მხოლოდ 6 წუთი სჭირდება. დრონი მიწაზე არ ეშვება, ის დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლეზე ჩამოდის, შემდგომ კი შეკვეთას ავტომატურად ათავისუფლებენ.
დრონით მიწოდების სერვისი, რომელიც წლების წინ შესაძლოა რევოლუციური ყოფილიყო, სრულიად შეცვლის მიტანის სერვისს. Wing-ის უპილოტო საფრენი აპარატები ყველაზე კარგი საშუალებაა მალფუჭებადი პროდუქტების მომხმარებლამდე დაუყოვნებლივ მიწოდებისთვის. ირლანდიაში Manna-ს მიწოდების სერვისი, რომელიც სამომავლოდ ევროკავშირში აპირებს გაფართოებას, დრონების საშუალებით მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს აწვდის, როგორიც ყავა, ნაყინი, ბურგერი და კარტოფილი „ფრია“.
Wing-ის დრონებით მიწოდების სერვისი ავსტრალიაში, ფინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს და ყოველკვირეულად მომხმარებლამდე ათასობით მიწოდებას ახორციელებს. Wing-ის ბიზნესი ყველაზე მასშტაბურად ავსტრალიაში მოქმედებს, რაც Google-ს დრონით მიტანის ყველაზე დიდი სერვისის მფლობელად აქცევს.
დატოვე კომენტარი