ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის განცხადებით, კომპანია ვირჯინიისა და ინდიანის შტატებში მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად და გასაფართოებლად $3 მილიარდს გამოყოფს. მონაცემთა ცენტრების გაფართოების საჭიროება ტექნოლოგიურ კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის გამო დაუდგათ.
გასულ კვირას ახალი მონაცემთა ცენტრის აშენების შესახებ განცხადება ელექტრონული კომერციის გიგანტმა, Amazon-მაც გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, შტატ ინდიანაში მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის $11 მილიარდი გამოიყოფა და 1,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.
Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ი ინდიანაში ახალ მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ვირჯინიაში კი არსებულ 3 ცენტრს გააფართოებს. $2 მილიარდი – ახალი ცენტრის გასახსნელად, $1 კი არსებულების მოდერნიზაციისათვის დაიხარჯება.
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, ამერიკული კომპანიები მოსახლეობისათვის ახალი უნარების ათვისებაზეც ზრუნავენ. მაგალითად, Google-მა ამერიკელებისათვის ხელოვნური ინტელექტის უნარების შესასწავლად $75-მილიონიანი ფონდი დააფუძნა.