ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი თანამშრომლების რაოდენობას 6%-ით ამცირებს, ანუ უახლოეს მომავალში სამსახურის დატოვება 12,000 ადამიანს მოუწევს.
კომპანიის დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, გასულ წლებში Google-მა თანამშრომლების რაოდენობა არსებითად განსხვავებული ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით გაზარდა, ახლა კი კომპანია ახალი გამოწვევების წინაშეა, რომელთანაც ადაპტაციის ხარჯების შემცირებაა აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-ის ერთი-ერთი მთავარი კონკურენტი, Microsoft-ი თანამშრომლების რაოდენობას წელს 10,000-ით ამცირებს. ანალოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვა მსხვილი კომპანიებიც, მათ შორისაა: Amazon, Meta, Netflix და სხვა.
დატოვე კომენტარი