Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ, კერძოდ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონში ტექნოლოგიური გიგანტის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად მუშაობენ.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იტყობინება, 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს გადაიღებენ.
შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში მოგზაურობა ვირტუალურად შეეძლებათ.
აჭარის განახლებული მასალები Google-ის რუკაზე ორი კვირის განმავლობაში აიტვირთება.
დატოვე კომენტარი