გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე-მმართველი პარტნიორის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან და მისი პასუხისმგებლობის სფეროები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებასთან ერთად მოიცავს კომპანიის ბიზნესის განვითარების, კომერციული აქტივობის, მარკეტინგის და კომუნიკაციის მიმართულებებს.
გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანიები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.
პაატა, გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის დეპარტამენტს 2016 წლიდან ხელმძღვანელის და მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა, 2019 წლიდან კი არის ასევე კომპანიის პარტნიორი. პაატას მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული მიმართულებით ის ჩართული იყო მსხვილმასშტაბიან გლობალურ პროექტებში ევროპის და აზიის ქვეყნებში. პაატას დიდი წვლილი აქვს შეტანილი განყოფილების და ზოგადად, ჩვენი კომპანიის განვითარებაში.
პაატა არის დოქტორანტი და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიდ ბრიტანეთში, კარდიფის უნივერსიტეტში; იგი ასევე არის ასოცირებული პროფესორი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კითხულობს ლექციებს.
„მე მჯერა, ამ მიმართულებით ჩემი ჩართულობა გააძლიერებს გრანთ თორნთონის პოზიციონირებას ბაზარზე და ჩვენი ინკლუზიური მმართველობის მიდგომით შევეცდებით განსაკუთრებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენ დამკვეთებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილი სერვისების მიწოდებით“- აღნიშნავს ბატონი პაატა.
ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ პოზიციას. წლების განმავლობაში ჩვენ მხარდამხარ ვშრომობთ კომპანიისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს გააძლიერებს ჩვენს მმართველ გუნდს და დარწმუნებული ვარ ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“.
გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2021 ფინანსურ წელს (2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) გლობალურად რეკორდული შემოსავალი – 6,6 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირეს. აღნიშნული მაჩვენებელი 14,3%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. გლობალური შედეგების პარალელურად, 2021 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. პანდემიის მიუხედავად, საქართველოში კომპანიას 2021 წელს შემოსავლების ზრდა ქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2022 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.
დატოვე კომენტარი