Greenpeace–ის აქტივისტებმა როტერდამის პორტში Shell-ის ქარხანა ბლოკადაში მოაქციეს

Greenpeace–ის აქტივისტებმა როტერდამის პორტში Shell-ის ქარხანა ბლოკადაში მოაქციეს

როტერდამის ნავსადგურში Greenpeace–ის ათობით აქტივისტი გემების, ქერქეჭელებისა და კაიაკების გამოყენებით Shell’s Pernis ქარხნის ბლოკირებას შეეცადა.  კამპანიის მიზანია, წიაღისეული საწვავის რეკლამირება აიკრძალოს.

პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლო  ალყის მოხსნა, თუმცა, პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავსადგურის ეკონომიკური ზარალი მინიმალური იყო.

მიმდინარე კამპანიამდე, Greenpeace–მა და 20–ზე მეტმა სხვა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ ევროკავშირის მასშტაბით მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო, რათა ნავთობისა და გაზის კომპანიებს რეკლამირებისა და სპონსორობის შესაძლებლობა აეკრძალოთ. ევროკავშირმა მსგავსი შეზღუდვა თამბაქოს ნაწარმის მიმართ დააწესა.

„დროა, მსგავსი კანონი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიმართაც მივიღოთ, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას და ჩვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადა Greenpeace-მა.

#BanFossilFuelAds კამპანიას 20-ზე მეტი გარემოსდამცველი ჯგუფი უჭერს მხარს, მათ შორის Global Witness-ი, Friends of the Earth-ი და Avaaz-ი.

მოძრაობის დასაბლოკად „Tweede Petroleumhaven“-ის შესასვლელთან 33 მეტრი სიგრძის ხომალდი Beluga გაჩერდა.

Shell–ის სპიკერმა მარკ პოტმამ განაცხადა, რომ კომპანია Greenpeace–ის აზრს არ ეთანხმება და მართალია, პატივს სცემს და მხარს უჭერს ადამიანთა პროტესტის გამოხატვის უფლებას, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, როდესაც ეს  საფრთხის რისკებს ქმნის.

კამპანიის ფარგლებში Greenpeace მა რამდენიმე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის (Shell, Total, Preem, Eni , Repsol და Fortum) რეკლამები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ რეკლამების 63%–ში კომპანიები თავიანთ გარემოსდაცვით მონაცემებს უსვამდნენ ხაზს.  Greenpeace–მა გააკრიტიკა ასეთი რეკლამები და აღნიშნა, რომ ეს კომპანიები სათბურის გაზების ყველაზე მსხვილ გამავრცელებელთა შორის არიან.

Shell-მა, TotalEnergies-მა და Eni-მ უარყვეს „greenwashing“ იარლიყი და  აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთი მწვანე სერტიფიკატების პროფილაქტიკაში თავს მართლებად გრძნობენ იმის გათვალისწინებით, რომ მათი გეგმები 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ითვალისწინებს.

„სასიამოვნოა, რომ Shell–ს რამდენიმე მწვანე პროექტი აქვს, თუმცა ახლა 2021 წელია და ისინი კვლავ ხუთჯერ მეტს აბანდებენ ნავთობსა და გაზში“, – განაცხადა Greenpeace–ის წარმომადგენელმა ფაიზა ოულაჰსენმა.

ცნობისთვის, ჰოლანდიური სასამართლოს გადაწყვეტილებით  Shell–მა სათბურის გაზების ემისიები 2030 წლისთვის 45%–ით უნდა შეამციროს, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გაასაჩივრა.

 

ფოტო: REUTERS/Eva Plevier