G&T წლის ბოლომდე ლარის 2.75-2.80 ნიშნულამდე გამყარებას ელოდება. როგორც საინვესტიციო ბანკის კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლისთვის ლარი კიდევ უფრო მეტად უნდა გამყარდეს და ერთი დოლარის ღირებულება მათი პროგნოზით 2.60-2.65 ლარს შორის იქნება.
“მთავრობის წევრების, ანალიტიკოსებისა და კერძო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლების მხრიდან, რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვას უკიდურესად ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, რამაც გაურკვევლობა და ვალუტის გადაჭარბებული გაუფასურება გამოიწვია“, – აღნიშნავენ G&T-ში.
მათივე ინფორმაციით, რუსი ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა. ჯამში კი ტურიზმის სექტორში ზრდა დაფიქსირდა. G&T-ში მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარზე ახდენს გავლენას პოზიტიურია და ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება უმეტესად ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ლარის გასამყარებლად, 1 აგვისტოს სებ-მა ბაზარზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი.
დატოვე კომენტარი