იტალიური მოდის სახლმა, Gucci-მ ვიდეოთამაშ Roblox-თან საკუთარი კავშირის გაღრმავება და მეტავერსში კიდევ უფრო ღრმად შებიჯება გადაწყვიტა, რისთვისაც საკუთარი ქალაქი, Gucci Town-ი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კომპანიის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის – გასულ წელს, Gucci-მ Roblox-ში საკუთარი ბაღი შექმნა, რომელშიც მომხმარებლებს სხვადასხვა ნივთების დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.
საინტერესოა, რომ Gucci-ის ბაღთან შედარებით, Gucci Town-ი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია: ქალაქის შუაგულში მცირე ზომის ბაღია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის სათამაშო სივრცეს, კაფესა და ვირტუალურ მაღაზიას ერთმანეთთან აერთებს. აღსანიშნავია, რომ ამ მაღაზიაში Roblox-ის მოთამაშეებს მათი ავატარისთვის Gucci-ს ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ.
:no_upscale()/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/23590719/9.png)
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Gucci-სა და Roblox-ის ახალი წამოწყება წინა კოლაბორაციის გასაოცარი შედეგის ნაყოფია – საქმე ისაა, რომ Gucci-ის ბაღს, ორი კვირის განმავლობაში, ჯამში, 20 მილიონი ადამიანი ესტუმრა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მეტავერსისა და ზოგადად ახალი ტექნოლოგიების ათვისება Gucci-ის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია. ცოტა ხნის წინ Gucci-მ და კიბერსპორტის ორგანიზაციამ, 100 Thieves-მა ერთობლივი წარმოების ზურგჩანთა გამოუშვეს, ხოლო მანამდე, Gucci-მ Microsoft-თანაც ითანამშრომლა, Xbox-ის დიზაინთან დაკავშირებით. ამასთანავე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Gucci-მ ახალგაზრდა გეიმერების ონლაინაკადემია შექმნა.
:no_upscale()/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/23590720/Mini_Games_Heights_Gucci_Town_on_Roblox.png)
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Gucci მოდის სამყაროს ერთადერთი ბრენდი არ არის, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს: Balenciaga, მაგალითად, Fornite-თან თანამშრომლობს, Burberry-ი უდიდეს ჩინურ ვიდეოთამაშთან, Honor of Kings-თან, ხოლო Longchamp-ი – Pokémon Go-სთან.
დატოვე კომენტარი