საქართველოში ზამთრის კურორტები სულ უფრო ვითარდება – იზრდება სათხილამურო ტრასების რაოდენობა, უმჯობესდება ხარისხი და ინფრასტრუქტურა, ჩნდება ახალი სერვისები. შესაბამისად, ეს ტერიტორიები ნელ-ნელა იკავებს ადგილს ევროპის პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის.
Radisson Blue Gudauri საერთაშორისო ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება მთის კურორტზე, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში და ის ფუნქციონირებას 2024 წლიდან დაიწყებს.
აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მშენებლობის პროცესი შეფერხდა. 2022 წელს პროექტი დეველოპერულმა კომპანია “ბლოქსმა” შეიძინა და იგი აქტიურად აპირებს შეუდგეს გახსნისთვის საჭირო ყველა სამუშაოს.
“ბლოქსი” გუდაურში 70 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროსთან ერთად კომპანია სამთო კურორტისთვის სპეციალურად შექმნილ აპარტამენტების პროექტსაც შემოგვთავაზებს, რომელიც ასევე საერთაშორისო ბრენდ “რედისონის” მართვის ქვეშ იქნება და მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. პროექტზე “ხმალაძე არქიტექტორების” გამოცდილი გუნდი მუშაობს.
150-ნომრიანი “რედისონ ბლუ გუდაური” მდებარეობს ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, გონდოლებთან. აღნიშნული პროექტის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია სამთო-სათხილამურო კურორტზე. დამსვენებელს ადგილზე დახვდება სკი-ინ/სკი-აუტი, თხილამურების შესანახი სივრცეები, რესტორანი, სპა და აუზი.
გუდაური ერთ-ერთი გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომელიც თბილისიდან 2 საათის დაშორებით მდებარეობს. სწორედ ამიტომ, იდეალურია ზამთარში 2-დღიანი დასვენებისთვის. კურორტი განსაკუთრებით პოპულარული ზამთრის სეზონზეა, თავისი მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებითა და სხვადასხვა გასართობი აქტივობით.
5-თვიანი ზამთრის სეზონის შემდეგ კი გუდაური დამსვენებელს საზაფხულო აქტივობებს სთავაზობს.
დატოვე კომენტარი