Vetements-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, გურამ გვასალია გერმანულენოვანი Forbes-ის გარეკანზე მოხვდა. მაღალი მოდის ეს ბრენდი, რომელმაც, გამოცემის განცხადებით, მოდის ბაზარზე „შეუხედავი ელეგანტურობა“ დაამკვიდრა, გურამმა საკუთარ ძმასთან, დემნა გვასალიასთან ერთად 2014 წელს დააფუძნა.
“ნონკონფორმიზმმა და არატრადიციულმა მიდგომებმა, ძმების, დემნა და გურამ გვასალიების მიერ დაარსებული მოდის ბრენდი Vetements-ი – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად აქცია. კომპანიიდან ძმის წასვლის შემდეგ, გურამ გვასალიას, რომელმაც კრეატიული დირექტორისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობები შეითავსა, სურს დაამტკიცოს, რომ შეუძლია მოკლევადიანი აჟიოტაჟი გრძელვადიან სამეწარმეო წარმატებად გადააქციოს“, – ვკითხულობთ გერმანულენოვანი Forbes-ის სტატიაში.
დატოვე კომენტარი