“თუკი საქართველოში დავრჩებოდი, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრიდი კენჭს“, – ასე უპასუხა VETEMENTS-ის დამფუძნებელმა გურამ გვასალიამ Forbes Georgia-ს ინგლისურენოვან გამოცემას კითხვაზე – როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში დარჩენის შემთხვევაში?
“როგორ წარიმართებოდა“ – მცდარი შეკითხვაა. თუკი რაიმე ხდება, ამას ნამდვილად აქვს მიზეზი, რადგან „კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის“, – აღნიშნა მან.
გვასალიას თქმით, მას ძალიან უყვარს საქართველო და ამაყობს წარმომავლობით, – „იგი ძალიან მაძლიერებს და მაძლევს ძალას გადარჩენისთვის“.
გურამ გვასალია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული კულტურა ფენომენალურია, ამავდროულად, ცხოვრებაში ბევრ რამეზე მოდუნების საშუალებას გვაძლევს.
“შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ რამეში ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე დაყრდნობის იმედი გვაქვს. ურთიერთობა ნამდვილად არაა ის, რასაც ევროპაში დაეყრდნობი. საკუთარი თავის ამარა ხარ. ერთადერთი, რაც დაგეხმარება, დაუღალავი შრომა და თავგანწირვაა“, – ამბობს ის.
რაც შეეხება გურამ გვასალიას რჩევებს მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა სურთ, შემდეგია:
„ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს მკაფიო ხედვა, თუ რა გსურს ცხოვრებაში. და ის, რაც გსურს, ვერ იქნება ფულით სავსე ჩემოდანი. ფული არასდროს არ უნდა იყოს მიზანი, ის მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად. იოცნებეთ კარგ სახლ-კარზე, კარიერაზე. იოცნებეთ იმაზე, რასაც ფულით შეიძენთ. თქვენს უკანა ეზოში დამარხული ოქრო სხვა არაფერია, თუ არა ლოდი“.
გურამ გვასალიამ თავის ძმა დემნასთან ერთად მოდის სამყაროში ცნობილი და წარმატებული VETEMENTS-ი 2014 წელს დააარსა. თუმცა, დემნა გვასალიამ ეს კომპანია 2019 წელს დატოვა.
დატოვე კომენტარი