ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. დაჯგუფებამ მიმართვა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„საქართველოში აქციის მონაწილეებო, მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გული გაიმაგრეთ და გადით ქუჩაში; თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენს გვერდით დგანან და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს ყველა მონაცემთა ბაზასა და ელექტრონული ფოსტის მასალას და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს არის თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება.
„ოცნების პარტიას“, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს, გახსოვდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება.
გველოდეთ“, – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში.