მოტოციკლების ამერიკული პოპულარული მწარმოებელი Harley-Davidson-ი ინდოეთს ტოვებს, რომელიც მსოფლიოში მოტოციკლების უმსხვილესი ბაზარია. ამის შესახებ BBC წერს.
ცნობილი ამერიკული ბრენდი ინდოეთში წყვეტს წარმოებას და ამცირებს გაყიდვებს.
აღსანიშნავია, რომ Harley-Davidson-ის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Toyota-მაც განაცხადა, რომ ისიც ინდოეთში აღარ აპირებს წარმოების გაფართოებას და ამის მიზეზი ქვეყანაში მაღალი საგადასახადო რეჟიმია.
მსგავსი კომპანიების უკან დახევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან გამოდის, რომ ის ვეღარ ინარჩუნებს უცხოელ მწარმოებლებს.
Harley-ის ინდოეთიდან გასვლა ნიშნავს ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე ქარხნის დახურვასაც, რომელიც ამერიკულმა მწარმოებელმა 2011 წელს გახსნა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, კომპანია მუდმივად ებრძოდა ადგილობრივ ბრენდ Hero-სა და იაპონურ Honda-სთან კონკურენციას აზიის ამ ქვეყანაში.
ცნობისთვის, Harley-Davidson წლის განმავლობაში ინდოეთში 17 მლნ მოტოციკლს და სკუტერს ყიდის.
დატოვე კომენტარი