საერთაშორისო კომპანია Herbalife Nutrition-ს GOLDEN BRAND 2021-ის დაბალანსებული კვების კატეგორიის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება და GOLDEN BRAND-ი სხვადასხვა კატეგორიაში 50-მდე გამარჯვებულ ბრენდს ასახელებს. წელს დაბალანსებული კვების მიმართულებით საუკეთესო ბრენდის ტიტული სწორედ Herbalife Nutrition-მა დაიმსახურა. კომპანიის სახელით ჯილდო ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა, ირაკლი ჩაჩანიძემ მიიღო.
„GOLDEN BRAND-ის ჯილდოს მიღება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. Herbalife Nutrition-მა ოპერირების განმავლობაში მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ESG აქტივობებისთვის, პროდუქტის მაღალი ხარისხისთვის, კორპორაციული კულტურისთვის და ა.შ. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯილდო საქართველოში მივიღეთ და ამით ძალიან ამაყები ვართ. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების მომსახურების მაღალი სტანდარტი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტია. თერთმეტ წელზე მეტია, რაც Herbalife Nutrition საქართველოში ოპერირებს და გვყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. სწორედ ისინი გვაძლევენ მოტივაციას, გავაგრძელოთ Herbalife Nutrition-ის განვითარება ქართულ ბაზარზე,“ – აცხადებს ირაკლი ჩაჩანიძე.
Herbalife Nutrition-ი დამოუკიდებელ პარტნიორებსა და მომხმარებლებს აწვდის გემრიელ, მეცნიერების მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, როგორიცაა, მაგალითად საკვების შემცვლელი შეიკები, პროტეინ ბარები, საკვები დანამატები და ჩაი იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს, დაიცვან კვებითი ბალანსი.
Herbalife Nutrition-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი საქართველოში პროტეინ შეიკი ფორმულა 1-ია, რომელიც ქართულ ბაზარზე 5 სხვადასხვა არომატითაა წარმოდგენილი – ტროპიკული ხილი, შოკოლადი, ვანილი, მარწყვი და შოკოლადის ორცხობილა. ფორმულა 1 ორგანიზმს მაღალი ხარისხის პროტეინით, ვიტამინებით, მინერალებით, „კომპლექსური“ ნახშირწყლებით, ბოჭკოთი და სხვა აუცილებელი ელემენტებით ავსებს. ეს არის Herbalife Nutrition-ის საუზმის ნაწილი, რომელიც არის გემრიელი, ნოყიერი და დაბალანსებული და, რაც მთავარია, მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო სჭირდება.
ფორმულა 1 პროტეინ შეიკის გარდა, Herbalife Nutrition-ის საუზმე მოიცავს მცენარეულ ჩაისა და ალოეს სასმელსაც. მცენარეული ჩაი გემრიელი, დაბალკალორიული, გამომაცოცხლებელი სასმელია, რომელიც მწვანე და შავი ჩაის, მალვასა და ჰიბისკუსის ყვავილების, ასევე კარდამონის თესლის ექსტრაქტებისგან შედგება. ალოეს სასმელი შეიცავს 97% ალოე ვერას წვენს, რომელიც დამზადებულია ალოე ვერას ხელით, სათითაოდ ნარჩევი ფოთლებისგან. სასმელი არ შეიცავს საღებავს, დამატკბობლებს ან სხვა დანამატებს. ის ეხმარება და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
გლობალური კვების კომპანია Herbalife Nutrition 1980 წელს დაარსდა, საქართველოში კი პროდუქცია პირველად 2011 წელს გახდა ხელმისაწვდომი. ეს არის წამყვანი კომპანია მსოფლიოში კვების მიმართულებით, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, აქტიური, დაბალანსებული და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, Herbalife Nutrition კარიერის განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა. ნებისმიერ* ადამიანს შეუძლია, Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორი გახდეს და საკუთარი ბიზნესი** აწარმოოს კომპანიის კვების პროდუქტებით. დამოუკიდებელი პარტნიორები მომხმარებლებს მიზნების დასახვაში ეხმარებიან, აძლევენ პირად რჩევებს, მუშაობენ კვების ინდივიდუალური რაციონის ჩამოყალიბებაზე, მის განხორციელებას და მონიტორინგზე. ასევე, ზრუნავენ მათ მოტივაციაზეც.
ბიზნეს შესაძლებლობების გარდა, Herbalife Nutrition-ისთვის CSR მიმართულებაც მნიშვნელოვანია, კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის, დააარსა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია წარმოდგენილი და ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – “ნულოვანი შიმშილი”.
Herbalife Nnutrition-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი CSR მიმართულება ეკოლოგია და გარემოს მდგრადი განვითარებაა. კომპანია ზრუნავს ოფისში დაგროვილი მასალების გადამუშავებაზე. გარდა ამისა, Herbalife Nutrition პროდუქტის ახალ შეფუთვასაც ქმნის, რომელიც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა 2022 წელს ჩატარდა, როდესაც კომპანიის დამოუკიდებელმა პარტნიორებმა მონაწილეობა ძალიან სასარგებლო პროექტში მიიღეს და თბილისის ზღვის მიმდებარედ 50 ხე დარგეს.
ვინაიდან Herbalife Nutrition ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბალანსებული დიეტის პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს, ცხადია, კომპანია სხვადასხვა სპორტულ აქტივობასაც უჭერს მხარს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „თბილისის მარათონი“, რომელშიც კომპანია 2018 წლიდან მონაწილეობს. Herbalife Nutrition-მა ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდით რეკორდიც კი მოხსნა.
Herbalife Nutrition აგრძელებს წინსვლას და სამომავლოდ, გარემოსდაცვითი, მდგრადი განვითარებისა თუ სხვა CSR მიმართულებებით პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.
Herbalife Nutrition-ის შესახებ
Herbalife Nutrition საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანის ცხოვრებას, აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და აძლევს ბიზნეს შესაძლებლობასაც. კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს და მხარდაჭერას, რომელიც შთააგონებს მომხმარებლებს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ და აქტიურ წესს. კომპანიის გლობალური კამპანიის ფარგლებში, შიმშილის აღმოსაფხვრელად, Herbalife Nutrition ასევე მუშაობს იმაზე, რომ გაავრცელოს ცოდნა ამ მიმართულებით მთელს მსოფლიოში.
* პირი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ, რათა საშუალება ჰქონდეს, განაცხადი შეიტანოს და შეუერთდეს კომპანიას, როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
** შემოსავალი და ბიზნეს შესაძლებლობები, არის ინდივიდუალური.
დატოვე კომენტარი