Hitachi-მ ევროპაში ბატარეაზე მომუშავე პირველი მატარებლები წარადგინა

Hitachi-მ ევროპაში ბატარეაზე მომუშავე პირველი მატარებლები წარადგინა

Hitachi Rail-მა იტალიაში, Trenitalia-სთან გაფორმებული €1.23-მილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში, ევროპისთვის ბატარეაზე მომუშავე პირველი მატარებლები წარადგინა. ფლოტი Blues-ს ბრენდის ოცი მატარებლისგან შედგება, რომლის მარშრუტიც ქვეყანას სრულად დაფარავს.

ბატარეაზე მომუშავე მატარებლები, სახელწოდებით Masaccio, ფლორენციის მახლობლად მდებარე Hitachi Rail-ის ქარხანაში იწარმოება და უკვე ფუნქციონირებს ისეთ პოპულარულ მარშრუტებზე, როგორიცაა სიცილია, სარდინია და ლაციო. Hitachiსთან თანამშრომლობით Trenitalia ჯამში 135 მსგავსი მატარებლის წარდგენას გეგმავს.

მატარებელი 300-მდე ადამიანზეა გათვლილი და საათში 160 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. Masaccio-ის მატარებლები, სტანდარტული პროტოკოლისთვის, ევროპის სარკინიგზო მოძრაობის მართვის სისტემას (ERTMS) ექვემდებარება. მატარებლების წარმოებისთვის უმეტესწილად გადამუშავებული მასალებია გამოყენებული, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპაში მდგრადი მოგზაურობის განვითარების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ტრანსპორტის დეკარბონიზაციის კოლექტიური ვალდებულება აიღეს და ათწლეულის ბოლომდე ინდუსტრიის ემისიების 55%-მდე შემცირებას გეგმავენ. თუმცა ევროპისთვის დამახასიათებელი ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, მატარებელთა ელექტრიფიცირება ავტომობილებზე რთულია, რის გამოც, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გამოსავლად ბატარეაზე მომუშავე მატარებლები რჩება.

ბატარეებზე მომუშავე მატარებელი აღჭურვილია როგორც ელექტრიფიცირებულ, ისე არაელექტრიფიცირებულ ხაზებზე სამუშაოდ. ძველ სისტემებზე მუშაობისას, მატარებელი პანტოგრაფს იყენებს – მექანიზმს, რომელიც მუშაობისა და ბატარეის დატენისთვის საჭირო ელექტროენერგიის მისაღებად ელექტროსადენს უერთდება. იმ ადგილებში, სადაც ელექტროფიკაცია შეუძლებელია, მატარებელი დიზელისა და ბატარეის კომბინაციაზე გადადის.­