Hollywood-ის ძირითადი სტუდია Warner Bros-ი თანამშრომლობას გეგმავს Cinelytic-თან. აღნიშნული კომპანია Warner Bros-ს დაეხმარება წინასწარ განსაზღვროს ფილმის წარმატების ალბათობა, ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა მსახიობები, ბიუჯეტი და ბრენდი. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.
სავარაუდოდ, Warner Bros.-ი Cinelytic-ის პროგრამას პროექტის შესწავლის პროცესში გამოიყენებს, რომელსაც სტუდია გაივლის ფილმის დამტკიცებამდე.
Cinelytic-ის პლატფორმას შეუძლია განსაზღვროს რომელი მსახიობი რამდენად მომგებიანია, რა რაოდენობის თანხის გამომუშავებას შესძლებს ფილმი კინოთეატრებში გაქირავებიდან ან სავაჭრო ობიექტებში გაყიდვებიდან (მაგ. DVD-ბზე).
აღსანიშნავია, რომ Cinelytic-ს ნამდვილად არ შეუძლია განსაზღვროს ფილმის მხატვრული ღირებულება, მაგრამ პლატფორმა აშკარად დაეხმარება Warner Bros.-ს წარმატებული და წარუმატებული იდეების გამიჯვნაში, რაც სტუდიას მოგებიანობის გაზრდაში დაეხმარება.
როგორც გამოცემა წერს, Warner Bros-ი არ არის ერთადერთი სტუდია Hollywood-ში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, მაგალითად 20th Century Fox-ი ბოლო რამოდენიმე წელია იყენებს მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც Merlin-ი ეწოდება.
წყარო: Forbes
დატოვე კომენტარი