HR-შესაბამისობის ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში

HR-შესაბამისობის ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში

ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი – ICDC, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში ნერგავს HR-შესაბამისობის I HR Compliance-ის ინოვაციურ სისტემას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ შიდაორგანიზაციული პოლიტიკები და რეგულაციები, ისევე როგორც ყოველდღიური პროცესები და ბიზნესპრაქტიკები და სრულად მართონ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკი. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბიზნესკომპანიებში პასუხისმგებლობიანი და ღირსეული შრომითი გარემოს განვითარებასა და გაძლიერებას. ამ სისტემების შედეგად განვითარებული ბიზნესგარემოთი ორგანიზაცია მიმზიდველი ხდება უცხოელი პარტნიორებისა და ფინანსური და სხვა საერთაშორისო კორპორაციებისათვის. სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის სრულად კონტროლირებადს ხდის ორგანიზაციულ და ბიზნესის გარემოს შრომითი ურთიერთობების პროცესში წარმოშობილი არაერთი რისკის მიმართულებით და შედეგად კომპანია პრევენციას ახდენს ნებისმიერი ამ მიმართულებით ზარალის, სანქციების თუ სხვა ნეგატიური შესაძლო შედეგების მიმართულებით და ის სრულად მართავს შრომით სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ რეპუტაციული, ფინანსური, შრომითი დავების თავიდან აცილებისა და სხვა მნიშვნელოვან რისკს.

ICDC-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც, კვლევის შინაარსიდან და მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებული მხარე, ე.წ. სტეიკჰოლდერია ჩართული, მათ შორის: შრომის ინსპექცია, HR-პროფესიონალები, ბიზნესკომპანიები და ბიზნესგაერთიანებები, სახალხო დამცველი, პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლობა, უფლებადამცველი ორგანიზაციები და თავად დასაქმებულები. ამავდროულად, მათთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენს თავად კვლევას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

კვლევის პროცესში დამუშავდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სასამართლო სტატისტიკა, შრომის ინსპექციისა და სახალხო დამცველის ბოლო სამი წლის გადაწყვეტილებები, ოქმები და სხვა მასალები. მუშაობა განხორციელდა ფოკუს-ჯგუფების მიმართულებით, სადაც ჩართული იყვნენ HR-ის პროფესიონალები, ბიზნესკომპანიები, ზოგადად დამსაქმებლები ყველა სექტორიდან. კვლევის შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე დამუშავდა მონაცემები და მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რა გამოწვევები და პრობლემებია შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში და როგორ უნდა მოხდეს მათზე სისტემური, მყისიერი რეაგირება და მათი გადაწყვეტა. კვლევის საფუძველზე გამოიყო სამი ძირითადი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც წარიმართა საჯარო-კერძო დიალოგები შრომის ინსპექციასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.

საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გათვალისწინებით, საქართველოში პირველად შეიქმნა HR-შესაბამისობის I HR Compliance-ის დიაგნოსტირების ინსტრუმენტი და შრომის კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი დოკუმენტების უმნიშვნელოვანესი პაკეტი. დიაგნოსტირების ინსტრუმენტის გამოყენებით იქმნება ინოვაციური შეფასების სისტემა, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს, დაადგინოს და განსაზღვროს ორგანიზაციის შესაბამისობის დონე მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია – სასამართლოს, შრომის ინსპექციისა და სახალხო დამცველის მიერ დადგენილ პრაქტიკებთან. დიაგნოსტირების შედეგად სრულად ხდება ე.წ. GAP-ების დადგენა და ასევე შესაძლო შრომის დავებთან, რეპუტაციულ, ფინანსურ ზარალთან დაკავშირებული რისკის შეფასება და, რაც მთავარია, შესაძლო ზარალის განსაზღვრა.

ICDC-მა ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა საქართველოში პირველი – HR-შესაბამისობის სასერტიფიკაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა თხუთმეტი პროფესიონალის გადამზადება, რის შედეგადაც საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა საერთაშორისო დონის, კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი HR-შესაბამისობის პროფესიონალების გუნდი. HR-შესაბამისობის სპეციალისტები მზად არიან, დაეხმარონ ორგანიზაციებს არსებული სისტემების დიაგნოსტირებაში შრომის კანონმდებლობისა და დადგენილი პრაქტიკების შესაბამისად, ასევე შეიმუშავებენ შესაბამისობაში მოყვანის უმოკლეს გზებს და პრაქტიკულ გადაწყვეტებს და დაეხმარებიან კომპანიებს რისკის კონტროლის სისტემების დანერგვაში, ქეის-მენეჯმენტსა და ნებისმიერ ინციდენტზე უმოკლეს ვადებში რეაგირებასა და გადაწყვეტაში.

სერგო ნოზაძე − ICDC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ICDC-ის მიერ შექმნილი შესაბამისობის I HR Compliance-სისტემა დაფუძნებულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე, რომელიც დგას ინოვაციურ, პრაქტიკულ ელემენტებსა და გადაწყვეტებზე. სისტემა ადაპტირებულია ადგილობრივ კონტექსტზე. სწორედ ამ მიზნით, ICDC-ის წამყვანი ექსპერტების გუნდის მიერ პირველად შეიქმნა HR Compliance I შესაბამისობის მეთოდოლოგია, რომელიც მთელი ამ სისტემის გამართულად მუშაობისათვის არის აუცილებელი.

ICDC-მა შექმნა HR-შესაბამისობის I HR Compliance სპეციალისტების პროფესიული და საჯარო-კერძო კოოპერაციის პლატფორმა, რომელიც გადამზადებული სპეციალისტების უწყვეტი სწავლებისა და განვითარების მხარდამჭერი ძალიან პრაქტიკული მიდგომაა. ეს პლატფორმა პროფესიონალებს დაეხმარება სერტიფიცირების წარმატებით გავლასა და ყოველწლიური კრედიტების მოგროვებაში. პლატფორმა აერთიანებს HR-პროფესიონალებს, შრომის სამართლის დარგში მოღვაწე იურისტებს, შრომით ურთიერთობებში ჩართულ პრაქტიკოს პროფესიონალებს, შრომით სამართლებრივ ექსპერტებს და სხვა წამყვან პროფესიონალებს. პლატფორმის ექსპერტების გუნდისა და HR-შესაბამისობის I HR Compliance სპეციალისტების ერთობლივი თანამშრომლობით, ყოველდღიურ ბიზნესპრაქტიკებში დაფიქსირებული გამოწვევების გადაწყვეტის მიდგომების შემუშავება და შრომის ინსპექციასთან და სხვა რელევანტურ უწყებებთან თანამშრომლობის გზით – რეკომენდებულ პრაქტიკებად და მეთოდურ მითითებებად განვითარება მოხდება. ეს კი საბოლოო ჯამში სწორი ბიზნესპრაქტიკების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ICDC-ის მიერ შეიქმნა საქართველოში პირველი HR Compliance I შესაბამისობის სერვისი და პროდუქტი, რომლით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს, ბიზნესგაერთიანებებს, ისევე როგორც ორგანიზაციებს სხვა სექტორებიდან. სერვისი უკვე სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციისათვის. სერვისის მიღება ICDC-ის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით მოხდება, რომლის მიწოდების პროცესშიც უკვე გადამზადებული და სერტიფიცირებული საქართველოში პირველი HR Compliance I შესაბამისობის პროფესიონალები იქნებიან ჩართული, დარგის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. S