ბრიტანულმა მულტინაციონალურმა ბანკმა HSBC-მ განაცხადა, რომ აპირებს სამუშაო ადგილების 35,000-ით შემცირებას. ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2019 წელს ბანკის შემოსავლებმა მსოფლიოს მასშტაბით 33%-ით იკლო.
კერძოდ, CNN-ის ცნობით, ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა მომავალი სამი წლის განმავლობაში 200,000-მდე შემცირდება.
ბანკის გადაწყვეტილება გლობალური მუშახელის 15%-ით შემცირებასაც გულისხმობს. HSBC-ის გეგმა ასევე ითვალისწინებს 2022 წლის ბოლოსთვის, ბანკის ხარჯების 4.5 მილიარდი დოლარით შეკვეცას.
ბანკი თანხების დაზოგვის მიზნით, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით განყოფილებების გაერთიანებას გეგმავს. HSBC-ი აშშ-ში ფილიალების რაოდენობას 1/3-ით შეამცირებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლონდონი HSBC-ის ჰაბად დარჩება, ხოლო ბანკი აქცენტს გააკეთებს აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ვინაიდან ბანკმა პოზიციების გამყარება განვითარებად ბაზრებზე გადაწყვიტა.
დატოვე კომენტარი