მსოფლიოში ცნობილი ბანკის HSBC-ის აქციების ღირებულება მინიმალურ ზღვრამდე დაეცა. აქციებზე ასეთი დაბალი ფასი 1995 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. მიზეზი ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბანკის აქციები 4%-ზე მეტით გაუფასურდა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე – 5%-ით და თითო აქციის ღრებულებამ 2.88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ბანკისთვის აზიური ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრიტანული, რადგან შემოსავლების ნახევარზე მეტი სწორედ აზიიდან აქვს.
BBC წერს, რომ აქციების ღირებულება შეუმცირდათ HSBC-ის კონკურენტ ბანკებსაც, როგორიც არის Standard Chartered-ი, Barclays-ი და გერმანული Deutsche Bank-ი. Standard Chartered-ის აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა, ხოლო Barclays-ის და Deutsche Bank-ის – 6%-ით.
ბანკების აქციებზე ფასების ცვლილება FinCEN-ის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა მოახდინა. დოკუმენტი ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპისა და აშშ-ის, ასევე, აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა.
ანგარიშის მიხედვით, HSBC 80 მილიონ აშშ დოლარამდე (62 მილიონი ფუნტი სტერლინიგი) საეჭვო თანხის ტრანზაქციაშია მხილებული, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს.
დატოვე კომენტარი