ბრიტანული საინვესტიციო ბანკის HSBC-ის პერსონალურ საბანკო მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შიდა გადაადგილებების შედეგად ეს პოსტი ანაბელ სფრინგმა დაიკავა.
ცნობისთვის, პერსონალური საბანკო მიმართულების მენეჯმენტის ქვეშ დაახლოებით $353 მილიარდის ღირებულების აქტივებია.
სფრინგი HSBC-ს 2019 წელს შეუერთდა, ის ამ დრომდე WPB-ის (Wealth and Personal Banking) მომხმარებელთა და პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი ცხრა წლის განმავლობაში ავსტრალიის Commonwealth Bank-ში მუშაობდა. მას ასევე აქვს Morgan Stanley-ში მუშაობის გამოცდილებაც.
სფრინგს მომხმარებელთა და პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე ტაილან ტურანი შეცვლის, რომელიც სტრატეგიული მიმართულების ხელმძთვანელი და ადმინისტრაციის უფროსიცაა WPB-ში.
“სფრინგი და ტურანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი ბიზნესის ზრდის დაჩქარებაში იმ ფონზე, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალ შეთავაზებებში, ტექნოლოგიებსა და პროდუქტებში“, – განაცხადა ქონებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა ჩარლი ნანმა.
დატოვე კომენტარი