HTC-ს CEO თანამდებობიდან გადადგა

HTC-ს CEO თანამდებობიდან გადადგა

ტაივანური სმარტფონების მწარმოებელმა HTC-მ განაცხადა, რომ კომპანიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ივ მეთღი პირადი მიზეზების გამო გადადგა. CEO-ს პოზიციას HTC-ს თავმდჯდომარე და თანადამფუძნებელი შერ უანგი დაიკავებს. 

კომპანიის განცხადების მიხედვით, პანდემიის შედეგად გამკაცრებული სამგზავრო რეგულაციების გამო, ფრანგმა აღმასრულებელმა თავისი ოჯახის გარეშე 11 თვე გაატარა, რამაც მას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა. კომპანიის საბჭომ მისი განაცხადი გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. 

აღსანიშნავია, რომ ივ მეთღის ხელმძღვანელობის პერიოდში, კომპანიამ გამოუშვა თავისი 5G სმარტფონი – U20. ასევე იმუშავა ვირტუალური რეალობის მიმართულებით სხვადასხვა მოწყობილობების შექმნასა და დახვეწაზე. თუმცა, მან მაინც ვერ შეძლო კომპანიის წინსვლა. 2020 წლის მეორე კვარტალში HTC-მა დანაკლისი განიცადა 1.83 მილიარდი ტაივანური დოლარის ოდენობით. ეს რიგით მეცხრე კვარტალური დანაკარგი იყო. 

ამგვარად, შერ უანგს CEO-დ დაბრუნების შემდეგ პირველ რიგში სამუშაო ექნება როგორც HTC-ს ფისკალური პრობლემების მოგვარებაზე, ასევე ვირტუალური რეალობის მოწყობილობის პროტოტიპი უნდა შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს  Facebook-ის ანალოგიურ მოწყობილობას. გარდა ამისა, ამ ყველაფერთან ერთად უანგმა სმარტფონების ბიზნესსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

HTC-ი 1997 წელს ტაივანში შეიქმნა, მისი სათავო ოფისიც სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობს.

დატოვე კომენტარი

14 კომენტარი

  1. An interesting discussion is worth comment. There’s no doubt that that you should write more on this subject, it may not be a taboo matter but generally people do not talk about such subjects. To the next! All the best!!

  2. I blog quite often and I really thank you for your information. This article has really peaked my interest.I am going to bookmark your blog and keep checking for newinformation about once per week. I opted in for your Feedtoo.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *