ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ის, ინფორმაციით, პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები 16.5%-ით შემცირდა, რაც, წარმომადგენლების თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა Huawei-ი ე.წ. „შავ სიაში“ 2019 წელს შეიყვანა. ტექნოლოგიური კომპანიის Entity List-ში ყოფნა ამერიკულ ფირმებს მასთან ექსპორტს უზღუდავს, რაც უარყოფითად აისახა შემოსავლებზეც. 2020 წელს ამერიკამ Huawei-ის ასევე შეუზღუდა თანამშრომლობა ჩიპების მთავარ მიმწოდებლებთანაც.
შესაბამისად, Huawei-ის ეკონომიკური ვარდნა მეტწილად სამომხმარებლო ტექნიკას – სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს – შეეხო. მიუხედავად ამისა, კომპანიის თავმჯდომარე მადლობას უხდის Huawei-ის ერთგულ მომხმარებლებს ნდობისთვის. ერიკ სუ აცხადებს, რომ 2021 წელი კიდევ უფრო რთული იქნება კომპანიისთვის, მაგრამ აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს Huawei-ის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
ოთხშაბათს Huawei-იმ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა კომპანიის ტექნიკურ განყოფილებასაც დიდი ზიანი მიაყენა, ამიტომ Huawei-ი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ინვესტიციები ტექნოლოგიების პროგრამულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, ჭკვიან მანქანებში.
დატოვე კომენტარი