საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2,492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი) გაიცა 2,315 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი).
ნებართვების 74.3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% – თბილისზე, 10.8% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6% – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2%-ით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39% – თბილისზე, 14.6% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7% – კახეთის რეგიონზე და 9.3% – იმერეთის რეგიონზე.