ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $807.7 მილიონი შეადგინა.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით, 229 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემს 1.5%-ით, 12.3 მლნ აშშ დოლარით.
„მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა“, – ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.