საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.3 %-ით გაიზარდა, იანვარ-მარტის რეალურმა ზრდამ კი 7.2%-ი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, გასულ სამ თვეში, ერთი წლის ჭრილში, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 8.4%, იანვარში დაფიქსირდა. თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8%, მარტში კი 7.3% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.