სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში. პირველ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, მეორე შემთხვევაში კი ზრდამ 0.7
პროცენტი შეადგინა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:
წყარო: საქსტატი