საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 1.8 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.8 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.