ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 180 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 57%-ით (67 მილიონი ლარით) მეტია. ცალკე აღებულ აპრილის თვეში ბანკების მოგება 71 მილიონი ლარი იყო, როცა გასული წლის აპრილში 13 მილიონი ლარს აღწევდა.
გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში
დატოვე კომენტარი