იანვარ-მაისში ბიუჯეტში 3.9 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალია მობილიზებული

იანვარ-მაისში ბიუჯეტში 3.9 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალია მობილიზებული

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 14%-ით (478 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა ძირითადად საშემოსავლო გადასახადიდან, აქციზიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა. თუმცა, შემცირებულია სხვა გადასახადებიდან შემოსავალი, რაც მეთოდოლოგიური ცვლილებითაა განპირობებული, 2016 წელს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილი სხვა გადასახადების მუხლში აისახებოდა.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები

მლნ. ლარი

2016

2017

ზრდა

იანვარი-მაისი

იანვარი-მაისი

   გადასახადები სულ

3410

3888

478

საშემოსავლო გადასახადი

871

1236

365

მოგების გადასახადი

458

393

-65

დამატებული ღრებულების გადასახადი

1221

1587

367

აქციზი

395

556

161

საბაჟო გადასახადი

40

29

-11

ქონების გადასახადი

39

33

-6

სხვა გადასახადები

387

55

-332

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *