ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 71 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35%-ით (48 მლნ ლარით) გაიზარდა.
გასული წლის პირველ ხუთ თვეში წმინდა მოგება 137.6 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ ხუთ თვეში კი – 185.6 მილიონი ლარი.
დატოვე კომენტარი